საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კლევერინგას ლექცია

 

მოხარულნი ვართ, გაცნობოთ რომ ამა წლის 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა „კლევერინგას ლექცია“. ლექცია ჩაატა ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორმა ნილს ბლოკერმა, რომელიც მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ექსპერტად საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალში.

საჯარო ლექციიის შემდგომ გაიმართა დისკუსია.

 

რუდოლფ კლევერინგა იყო პროფესორი ლეიდენის უნივერსიტეტში, რომელმაც 1940 წლის 26 ნოემბერს თავისი გამოსვლით გააპროტესტა ნაცისტური საოკუპაციო ძალების ქმედება. კლევერინგას მამაცმა გამოსვლამ დიდი გავლენა მოახდინა აკადემიური თავისუფლებაზე, დისკრიმინაციის აკრძალვასა და ინდივიდუალურ გამბედაობაზე. 1946 წლიდან ყოველწლიურად იმართება კლევერინგას ლექციები როგორც ნიდერლანდებში, ისე საზღვარგარეთ.